GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 ივნისი, 202510:58

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 2 - 6 ივნისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:



1.       დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი



ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.გ - ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად.

მოსამართლე: ლილი მსხილაძე.

თარიღი: 2 ივნისი, 12:30



2.       მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა. ბ და გ - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.

მოსამართლე: ვიქტორ მეტრეველი.

თარიღი: 2 ივნისი, 16:00. (ბათუმის საქალაქო სასამართლო).



3.       არჩილ მუსელიანცი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.ა - სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.

მოსამართლე: გიორგი არევაძე.

თარიღი: 3 ივნისი, 11:00



4.       ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.

მოსამართლე: ზვიად შარაძე.

თარიღი: 3 ივნისი, 13:00



5.       ანტონ ჩეჩინი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.

თარიღი: 3 ივნისი, 13:30.



6.       ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 4 ივნისი, 15:30.



7.       დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 -  პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 5 ივნისი, 12:00.



8.       დავით ხომერიკი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 18 - 229.1 - აფეთქების მომზადება.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 5 ივნისი, 14:00.



9.       ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 6 ივნისი, 11:00.

 

პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.  

 

 

სხვა სიახლეები