სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 5 - 9 მაისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ალექსანდრე ელისაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 156.2.ა - ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 6 მაისი, 11:00.
2. დავით ხომერიკი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 18 - 229.1 - აფეთქების მომზადება.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 6 მაისი, 12:00.
3. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 6 მაისი, 13:00.
4. ანტონ ჩეჩინი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 7 მაისი, 11:00.
5. არჩილ მუსელიანცი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.ა - სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.
მოსამართლე: გიორგი არევაძე.
თარიღი: 7 მაისი, 11:00.
6. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 7 მაისი, 12:00.
7. ანატოლი გიგაური
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 7 მაისი, 14:00.
8. გიორგი მინდაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 7 მაისი, 15:00.
9. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 8 მაისი, 12:00.
10. გიორგი ახობაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 8 მაისი, 12:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: