GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

26 ოქტომბერი, 2024

გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია, მონიტორინგის პროცესში დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის  შემთხვევებთან დაკავშირებით.   

 

მთელი დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლები მონიტორინგის პროცესში  აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდათ თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში.   

 

ორგანიზაციამ აღრიცხა მუქარის, საარჩევნო კომისიების მიერ მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის ფაქტები. ზოგიერთ შემთხვევაში, საიას დამკვირვებლები უკანონოდ გააძევეს უბნებიდან. ასევე, აღირიცხა შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიები უარს აცხადებდნენ დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივრის დარეგისტრირებაზე.   

 

Სამწუხაროა, რომ მოვლენათა განვითარების კულმინაცია ფიზიკური ძალადობაც იყო, რასაც, საიას დამკვირვებლებზეც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, საიას თანამშრომელს და დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის N4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

 

არჩევნებზე დაკვრივების უფლების ჯეროვანი რეალიზება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპის განუყოფელი ნაწილია. საია მოუწოდებს როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მოახდინონ შემთხვევებში მონაწილე პირთა იდენტიფიკაცია და უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.   


Საია  აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და საზოგადოების ინფორმირებას. 

 


სხვა სიახლეები