GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 ივლისი, 200720:00

20 ივლისს თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება (#15.22.419), თბილისის მუნიციპალიტეტის, კაბინეტისა და დედაქალაქის მთავრობის მიერ გამოცემული ზოგიერთი დადგენილების გადახედვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

თბილისის მთავრობა თვლის, რომ 1994-98 წლებში მიღებული დადგენილებები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და ექვემდებარება ბათილად ცნობას. დადგენილებების ბათილად ცნობის შემთხვევაში თაბუკაშვილის #50-ში მცხოვრები მოქალაქეები და სხვა ათობით მესაკუთრე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას დაკარგავენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა არასწორად განმარტავს კანონს და ხელყოფს საკუთრების უფლებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ იმ პირებს, რომელთა საკუთრების უფლება შეიძლება შეილახოს თბილისის მთავრობის მხრიდან.

სხვა სიახლეები