სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 23 - 27 მარტის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 23 მარტი, 11:00.
2. ბაია მარგიშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 366.1. - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.
მოსამართლე: ლევან გელოვანი.
თარიღი: 23 მარტი, 12:00.
3. ელენე ხოშტარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.1. - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მოსამართლე: გიორგი არევაძე.
თარიღი: 24 მარტი, 11:00.
4. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 25 მარტი, 11:00.
5. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 25 მარტი, 15:00.
6. თამარ ლორთქიფანიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 26 მარტი, 12:00.
7. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ზვიად შარაძე.
თარიღი: 26 მარტი, 12:00.
8. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 26 მარტი, 14:00.
9. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.
თარიღი: 27 მარტი, 11:00.
10. ანტონ ჩეჩინი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.
თარიღი: 27 მარტი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
11. თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა.ბ. - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე.
თარიღი: 27 მარტი, 15:00.
12. გიორგი გახარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 25-117.3.მ. - ორი ან ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.
მოსამართლე: დემეტრე ჯინჯოლია.
თარიღი: 27 მარტი, 16:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: