GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს

10 მაისი, 2026

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს. პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საჩივრის განსახილველად მიღებაზე თავდაპირველად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი განაცხადა იმ  მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე  უკვე სამართალდამრღვევად არის ცნობილი და არ არსებობს დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას დაუბრუნდა.

 

2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერებას შეისწავლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს, და გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.