სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახელმწიფოს 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

სახელმწიფოს 2011 წლის  26 მაისის აქციის მონაწილის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო, რომელმაც დაადგინა რომ, 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის მონაწილის მიმართ უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

2017-05-01 15:56 სრულად ნახვა

უზენაეს სასამართლოში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ტურნირის ფინალი გაიმართ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში  ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ტურნირის ფინალი გაიმართა.

2017-04-30 11:34 სრულად ნახვა

კოალიცია ეხმაურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

2017-04-28 17:28 სრულად ნახვა

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი და შესამოწმებელ თანამდებობის პირთა სია

2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. დეკლარაციების მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. 

2017-04-27 11:58 სრულად ნახვა

სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება

საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პარლამენტში - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.

2017-04-26 10:54 სრულად ნახვა

საიას რეკომენდაციების დიდი ნაწილი 2017-2018 წლების განახლებული ანტიკორუფციულ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ბოლო ვერსიაში არ აისახა

2017 წლის 24 აპრილს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-15 სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ მნიშნველოვან საკითხად განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიის წარდგენა და 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განხილვა იგეგმება.

2017-04-24 10:33 სრულად ნახვა

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მოკლე შეფასება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა შემაჯამებელ სხდომას კვირის ბოლოს გამართავს. კომისიაში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს მოკლედ შევაჯამოთ ამ დროისათვის შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

2017-04-21 12:21 სრულად ნახვა

კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანია სახელმწიფოს ვალს არ იხდის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 9 დეკემბერს, საზოგადოებას კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ გააცნო.

2017-04-21 11:49 სრულად ნახვა

საია სუს-ის ანგარიშის განხილვის სრულად დახურვას ეხმაურება

საია-ს სურს გამოეხმაუროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვას პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის განხილვის როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხომის ნაწილი სრულად დახურულ ფორმატში წარიმართა. გადაწყეტილება სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალური ბუნებით იქნა დასაბუთებული.

2017-04-20 18:08 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის GDS -ის კადრებით დაკომპლექტება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS -ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

2017-04-18 14:54 სრულად ნახვა