სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტს“ ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტთან“ დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა.

2015-07-09 17:48 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და თანმდევ ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ავტორს - საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა.

2015-07-09 16:44 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

საიამ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. 

2015-07-09 14:44 სრულად ნახვა

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასება

2015 წლის 9 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით. 

2015-07-09 14:11 სრულად ნახვა

საია #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს.   

2015-07-08 16:52 სრულად ნახვა

საიას ივნისის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ექვსმა პირმა შპს კაზინო ,,აჭარას“ შრომითი დავა მოუგო   საიას თბილისის ოფისი იცავდა ექვს პირს, რომელთაც შპს კაზინო ,,აჭარამ“ დაუსაბუთებლად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და შპს კაზინო ,,აჭარას“ მათ სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. საკომპენსაციო თანხამ ჯამში 68 120 ლარი შეადგინა. 

2015-07-08 16:51 სრულად ნახვა

საიამ ახალი კვლევების პრეზენტაცია გამართა

 2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა: • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში; • საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).

2015-07-06 13:00 სრულად ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2015 წლის 6 ივლისს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2015’’-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

2015-07-06 12:00 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსში გასული მონაწილეების სია

დასრულდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი, რომლის შედეგად შეირჩა 32 პირი. შერჩეულ კონკურსანტებს საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად დამატებით დავუკავშირებით. 

2015-07-04 11:54 სრულად ნახვა

საია პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზიანის საქმეზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას სასწრაფოდ და მიუკერძოებლად გამოიძიოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ 2015 წლის 02 ივლისს გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფილიპე ბაბაიანისა და და არტურ ოგანეზიანის მიმართ.

2015-07-03 17:59 სრულად ნახვა