სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ვენეციის კომისიის სხდომაზე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარადგენს

 19 და 20 ივნისს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.

2015-06-19 12:01 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა

ფორუმმა შეკრიბა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარსულში ჩადენილი დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახილველად. კოალიციამ სახელმწიფოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.

2015-06-17 10:30 სრულად ნახვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

 16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს.

2015-06-16 12:00 სრულად ნახვა

საიას განცხადება 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თავს დაატყდა თბილისისა და ახლომდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს.

2015-06-15 14:00 სრულად ნახვა

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით

2015-06-09 10:48 სრულად ნახვა

საია გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

2015-06-08 19:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით

2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება.

2015-06-08 14:58 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე ზ.ჯაყელის მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევა აღიარა

2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნის-ზ.ჯაყელის სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 12 მაისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ“.

2015-06-08 13:32 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა წერითი გამოცდის განრიგი

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

2015-06-07 10:36 სრულად ნახვა

საიას განცხადება თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით.

2015-06-07 10:31 სრულად ნახვა