სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების უკანონო პირობების გამო ტელე კომპანია „დია“-ს ათი თანამშრომლის სამსახურიდან წამოსვლის ფაქტს ეხმაურება

გავრცელებული ინფორმაციით რეგიონული ტელევიზია „დიას“ ათმა თანამშრომელმა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი) დატოვა სამსახური ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. ტელეკომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული კონტრაქტის შინაარსის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ის შეიცავს შრომის პირობებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაშია და დასაქმებულს დამსაქმებელთან არათანაბარ პირობებში აყენებს.მათ შორის, ხელშეკრულება არ ადგენს დამსაქმებლის უფლებებს, ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სათანადო ანაზღაურების გარეშე, ტელეკომპანიიდან თანამშრომლის წასვლიდან 3 წლის განმავლობაში კრძალავს კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობას და სხვა. 

2014-09-26 10:42 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად.

2014-09-25 15:43 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20 წლისაა

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაფუძნების დღიდან 20 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში ორგანიზაციის კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გაიხსნა და ეს იქნება საქართველოს მასშტაბით რიგით მეცხრე ოფისი თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, თელავის, დუშეთისა და ოზურგეთის შემდეგ. ზუგდიდის ოფისი ყველა სხვა ოფისის მსგავსად უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მოსახლეობას, საკუთარ წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრების, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, იურიდიული განათლების ხელშეწყობისა და საიას სხვა სტრატეგიული მიზნების მიღწევის საქმეში.  

2014-09-22 13:29 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ორ შტოს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკების შემდეგ. შედეგად, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას.

2014-09-19 22:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მანანა კობახიძის ძალადობრივ და გენდერული სტერეოტიპების შემცველ პოზიციებთან დაკავშირებით

12 სექტემბერს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ამავე დროს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა განცხადებარომელიც ეხმიანება სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

2014-09-15 13:08 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელი მოსწავლეები ზოგადი განათლების მისაღებად დაწესებული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა

2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა. სარჩელი შეტანილი იყო ახალქალაქში მაცხოვრებელი 6 უცხოელი მოსწავლის (რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები) სახელით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი, რის შედეგადაც ძალადაკარგულია ის ნორმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას, სასკოლო ვაუჩერის მისაღებად გადაიხადონ განსაზღვრული ოდენობის თანხა.

2014-09-13 18:13 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიაში საჯარო მოხელეების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს გმობენ

გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

2014-09-12 14:38 სრულად ნახვა

განცხადება ისლამოფობიის მორიგი ფაქტის შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ 10 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს. როგორც მედიით გახდა ცნობილი, ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონატის გახსნა გააპროტესტეს. შეკრებილებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. პანსიონატის დახურვის მოთხოვნით, მათ ქუჩაც ჰქონდათ გადაკეტილი.

2014-09-10 21:26 სრულად ნახვა

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2014-09-08 10:35 სრულად ნახვა

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მოქალაქემ  საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა ნ.მ.-ს ინტერესებს, რომლის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ირიცხებოდა ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ნასყიდობის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ნ.მ.-ს უარი უთხრა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირებაზე.

2014-09-01 12:02 სრულად ნახვა