სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალი პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის

საია დაიწყო პროექტი „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, რომელიც გრძელდება 2016 ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე.

2017-03-01 16:57 სრულად ნახვა

მაია რჩეულიშვილის პატიმრობა დაუსაბუთებლად გაგრძელდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და  დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.

2017-02-23 10:43 სრულად ნახვა

საია პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს

საია პოზიტიურად აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს და თვლის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს პენიტენციური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

2017-02-21 11:07 სრულად ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.

2017-02-17 12:12 სრულად ნახვა

საიას წინადადებები საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით (2017-2018 წწ)

საია ჩართულია „საქართველოს ღია პარლამენტის“ საკონსულტაციო ჯგუფში, რომელიც ამჟამად საქართველოს ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმას ამუშავებს.

2017-02-16 11:14 სრულად ნახვა

საიას წინადადებები ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

2016 წლის 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვა 2017-2018 წწ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი იქნება.

2017-02-14 14:47 სრულად ნახვა

მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.

2017-02-14 14:04 სრულად ნახვა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური: პრობლემური მშენებლობები თბილისში და 2016 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის 11 იანვარს მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

2017-02-13 13:19 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ

ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებით აქტიურად განიხილება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაცემის არსებული სისტემის შეცვლის საკითხი. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად) ვართ იმ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელებს განიხილავს. 

2017-02-08 16:01 სრულად ნახვა

“არა ფობიას!” განცხადება მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად დასახელების თაობაზე

პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას, რომლის უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს

2017-02-07 18:13 სრულად ნახვა