სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

 საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.  მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

2015-09-09 15:44 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

 სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:   კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი; სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

2015-09-09 15:23 სრულად ნახვა

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციების განცხადება

ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც  სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს. კერძოდ, ანგარიშში  სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

2015-09-08 11:29 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმებს ეხმაურებიან

2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.

2015-09-03 12:39 სრულად ნახვა

საია ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტს უკიდურესად უარყოფითად აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა. 

2015-09-01 12:00 სრულად ნახვა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა დაკითხვის წესის გარშემო მიმდინარე დისკუსიას

2015 წლის ივლისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა კანონის პროექტი მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირების შესახებ. იგი ეფუძნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სპეციალური ჯგუფის მოსაზრებებს.

2015-08-19 17:58 სრულად ნახვა

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან

2015-08-14 10:24 სრულად ნახვა

საიას ივლისის თვის წარმატებული საქმეები

საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ ხელფასის კომპენსაცია მიიღო საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.კ-ს, რომელიც შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ გაათავისუფლეს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე. საიას დახმარებით ბენეფიციარმა დაადასტურა რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და მას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულბა. მის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დაეკისრა ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.

2015-08-11 19:23 სრულად ნახვა

საიას განცხადება სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

2015 წლის 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის  (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა. 

2015-08-10 12:15 სრულად ნახვა

საიას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება აკრძალა

2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის.“

2015-08-01 21:16 სრულად ნახვა