სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენლებთან

2006-04-13 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის რეგიონების კოორდინატორი მზია გოჩელაშვილი  14 აპრილს  სამუშაო ვიზიტით  კახეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის  წარმომადგენლებთან შეხვედრა და  რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ მწვავე პრობლემებსა და მედიის მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები თანამშრომლობასა და ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

აქვე მასმედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გაიამართა.

ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.