სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის, რომელიც აერთიანებს 23 არასამთავრობო ორგანიზაციას, პროტესტს უცხადებს უკანასკნელ პერიოდში სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს.ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით კოალიციამ 21 მარტს სახალხო დამცველის ოფისში ბრიფინგი გამართა.საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის ‘მრავალეროვანი საქართველო’ თავმჯდომარის - არნოლდ სტეფანიანის საქმიანობით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გადაჭარბებული დაინტერესების ფაქტებს, რამაც უკანსკნელ დღეებში ფსიქოლოგიური ტერორის ფორმა მიიღო.  კერძოდ, 19 მარტს, საგადასახადო ინსპექციის ბრძანების საფუძველზე, დალუქა შპს ‘გიპერიონი’, რომლის დამფუძნებელია არნოლ სტეფანიანი. შპს-ს ‘გიპერიონი’ დალუქვას წინ უსწრებდა სომხურ ეკლესიასთან მდებარე სუვენირების მაღაზიის დაჯარიმება, რომელიც, როგორც საგადასახადო ინსპექტორების საუბრიდან გაირკვა, არნოლდ სტეფანიანის საკუთრება ეგონათ. 19 მარტსვე დაილუქა არნოლდ სტეფანიანის მამის პროდუქტების მაღაზია, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს.

2009-03-22 20:00 სრულად ნახვა

საია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

19 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.დღეისათვის საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური თემაა ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით კი, საავტომობილო გზების მშენებლობა და რეკონსტურქცია. ამ პროექტებს ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებიდან თუ საერთაშორისო დახმარებებიდან ასეულობით მილიონი ხმარდება.

2009-03-18 20:00 სრულად ნახვა

საიას განცხადება გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული პატიმართა შეწყალების ფაქტს.როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასული წლის ნოემბერში, პატიმართა შეწყალების დროს, აღნიშნული ღონისძიება შეეხოთ სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ პირებს.შეწყალების ღონისძიება, ამნისტიისგან განსხვავებით, გულისხმობს არა გარკვეულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის შეღავათის გამოყენებას, არამედ ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ განხორციელებულ მოქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 78).სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, შეწყალებულმა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრებმა, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად მიაყენეს სანდრო გირგვლიანს ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.

2009-03-16 20:00 სრულად ნახვა

საიამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული 350 პირის სახელით, სტრასბურგის სასამართლოში 50 ინდივიდუალური განაცხადი შეიტანა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მასობრივად დაზარალდა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. დაირღვა მრავალი სამოქალაქო პირის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. მრავალი ადამიანი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ასევე  დისკრიმინაციის მსხვერპლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა იურიდიული დახმარება გაეწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისათვის. საიას ადვოკატებმა იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს ასობით მოქალაქეს და მოამზადეს ამ უკანასკნელთა საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში გასაგზავნად.

2009-03-15 20:00 სრულად ნახვა

საია კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - დასკვნას აქვეყნებს

საია კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - დასკვნას აქვეყნებს.აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ პავლე კუბლაშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.იხილეთ საიას დასკვნა კანონპროექტზე ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

2009-03-11 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მასიური ჩამორთმევის ფაქტებს აპროტესტებს

2007 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ,“ რომელსაც დაინტერესებული პირებისათვის უნდა დაეკანონებინა მათ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები და ამით სახელმწიფოს წინაშე მდგარი მიწის ფონდის ათვისების დიდი ხნის პრობლემა მოეგვარებინა. როგორც რეალობამ აჩვენა, კანონი რიგ შემთხვევაში ე.წ. „ქონების ლეგალიზაციის“ ნაცვლად კონკრეტული წინასაარჩევნო მიზნების მიღწევას ემსახურებოდა. ასე მოხდა ხელვაჩაურში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების წინ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ასეულობით მოქალაქეზე მასიურად გასცა საკუთრების უფლების მოწმობები სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის ან წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმების გარეშე.

2009-03-09 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, არსის გალერეაში საიასა და ფოტოგრაფთა კლუბ „GRAF.GE“-სერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

2009-03-09 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ფოტოკლუბი გრაფი კონკურსს აცხადებენ

ქალთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საია და ფოტოგრაფთა კლუბი გრაფი აცხადებენ კონკურსს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.მონაწილეობის მსურველებმა, ფოტოგრაფთა კლუბის ვებ-გვერდზე www.graf.ge სპეციალურ გალერეაში უნდა განათავსონ საკუთარი ნამუშევარი, რომელიც თემატურად უნდა ასახავდეს პროექტის მიზნებს. ასევე, ნამუშევარზე უნდა განთავსდეს მოცემული სამი სლოგანიდან ერთ-ერთი:1.    ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ!2.    ქალზე ძალადობა სირცხვილია!3.    ნუ დაჩაგრავ ქალს!სლოგანის დიზაინი (ფონტი, ფერი და ა.შ.) არ არის შეზღუდული. ასევე, ნამუშევარში დასაშვებია გრაფიკული ჩარევაც.გამარჯვებულებს გამოავლენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური.

2009-02-24 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროსა და “ინტერ რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის გასაიდუმლოებას ასაჩივრებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საზოგადოების აქტიური დაინტერესების მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება კერძო პირების კომერციული ინტერესებს და დაუშვებელია მათი გასაიდუმლოება. აღნიშნული მით უფრო ხელშესახები ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაწესებულება ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოიტანოს დოკუმენტების გასაჯაროებამ.საიამ აღნიშნული მემორანდუმი გამოითხოვა  2009 წლის 16 იანვარს და კომერციული საიდუმლოების მოტივით ინფორმაციის გაცემაზე უარი, ადმინისტრაცული საჩივრით, გაასაჩივრა საქართველოს ენრეგეტიკის მინისტრთან.

2009-02-19 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 340 დევნილს დაიცავს

აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა, რუსი ოკუპანტების მიერ შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.კერძოდ:1.    მასობრივად ხდებოდა მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათი ტყვეობაში ყოფნა. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში იძულებულნი იყვნენ გაეწიათ მონური შრომა;2.    მრავალმა მათგანმა დაკარგა ახლობლები და ასევე რეალური საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს;3.    დაზარალებულთა ნაწილი გახდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.4.    ასევე მასობრივად ხდებოდა ქონების განადგურება. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობის სახლები მთლიანად გადამწვარია.

2009-02-11 20:00 სრულად ნახვა