სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პატიმრებმა საიას დახმარება თხოვეს

ამა წლის 3 თებერვალს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან წერილობით მიმართა 34 მსჯავრდებულმა.განცხადებაზე ხელმოწერით მსჯავრდებულები ერთხმად ადასტურებდნენ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებს, რაც მათივე თქმით  დაწესებულების ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებაში, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში და ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის უგულებელყოფაში გამოიხატებოდა.2009 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილზევე შეისწავლა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, რითაც მსჯავრდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით იქნა გადამოწმებული და დადასტურებული.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს უფლებამოსილ პირებს დროულად შეისწავლონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 საპყრობილეში არსებული პრობლემები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

2009-02-06 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტებს აპროტესტებს

5 თებევრალს საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ ერთობლივ ბრიფინგს გამართეს.საქმე ეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის მიერ გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტებს.ბრიფინგზე საიამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ხუნდაძე ღიად ამბობს, რომ იმ ჟურნალისტს, რომელმაც მას აწყენინა „კაცურად გაუსწორდება“.

2009-02-04 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საია დაკვნას აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" დაკვნას აქვეყნებს.საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები რეალურად არ ცვლის ხელისუფლების შტოთა ბალანსს და არ ხდება პარლამენტის უფლებამოსილებების არათუ ”მნიშვნელოვანი”, არამედ მცირედი გაძლიერებაც კი.იხილეთ დასკვნა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

2009-01-24 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება “დიდი ათეულის” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემასთან “დიდი ათეული” დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიამ შესაძლოა საზოგადოებისათვის არასასურველი განვითარება ჰპოვოს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოებრვი მაუწყებლობის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.დაპირისპირება გამოხატვის თავისუფლებასა და აღმსარებლობის თავისუფლებას შორის არ არის სიახლე. მთავარია, ეს დაპირისპირება კანონის ფარგლებში გადაწყდეს და მისი გადაჭრისას არ მოხდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების _ კანონის უზენაესობის უგულებელყოფა. ყველაზე სავალალო შედეგად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ კონკრეტული გადაწყვეტილების კანონის გვერდის ავლით მიღებას მიიჩნევს.

2009-01-20 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ჟურნალში “ცხელი შოკოლადი” გამოქვეყნებულ “არშემდგარ დისკუსიასთან” დაკავშირებით

საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ჟურნალის “ცხელი შოკოლადი” დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “არშემდგარი დიალოგი”. განხილვის თემა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ჭანტურიას მიერ გამოხატული შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები გახდა. გამოხატვის თავისუფლება ის უზენაესი ღირებულებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი. თუმცა, ევროპის საბჭომ ცალკე რეკომენდაცია შეიმუშავა “მედიისა და შემწყნარებლობის კულტურის განმტკიცების შესახებ”, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მიესალმება “მედიის პროფესიონალთა ინიციატივებს, განამტკიცონ შემწყნარებლობის კულტურა, აღნიშნავს რა, რომ ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან იმისათვის, რათა ხელი შეუწყონ ამ ინიციატივებს და უზრუნველყონ მათი ზოგადი აღიარება მედიის ყველა სექტორში.”

2009-01-12 20:00 სრულად ნახვა

საია პარლამენტს მიმართავს

2004 წლიდან დღემდე მიმდინარეობს მუშაობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, რომელშიც საია დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული. 2004 წლიდან დღემდე დოკუმენტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა. მასში გადმოვიდა მოქმედი სსს კოდექსის პრობლემატური საკითხები – შეიცვალა პირველი მოსმენის დროს პარლამენტის მიერ პრინციპულად გაზიარებული და დამტკიცებული დებულებები და გაჩნდა თვისობრივად ახალი რეგულირებები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და თხოვს, არ დაუშვან კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება. იხ. მიმართვა.

2008-12-25 20:00 სრულად ნახვა

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული 2008 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამი არჩევნების შედეგების შეაჯამებით დახურა

19 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, საიამ შეაფასება, თუ როგორ რეალიზდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით აღიარებული ადამიანის უფლებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საქართველოში 2008 წელს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას.პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის გარშემო გამართულ საინტერესო დისკუსიაში.ამ პრეზენტაციით საიას მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დაიხურა.საიას საარჩევნო პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

2008-12-18 20:00 სრულად ნახვა

10 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში საიამ პატიმრების უფლებებზე პრეზენტაცია გამართა

18 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსური მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოსათვის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელიც მოიცავს საქართველოში დღეს მოქმედი თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული ანგარიშები მომზადებულია “პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობა და პატიმართა უფლებების დაცვა” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

2008-12-17 20:00 სრულად ნახვა

საიამ ტრეფიკინგის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა

17 დეკემბერს კაფე „ქარავანში“  საქართველოს ასალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს“ მესამე წლის შედეგების პრეზენტაცია და არასრულწლოვნების ტრეფიკინგის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა მოაწყო2005 წლის სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს.

2008-12-16 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.საიას ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. არც საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foicourt) და არც ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში.

2008-12-14 20:00 სრულად ნახვა