GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

06 ივლისი, 202610:04

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 6 - 10 ივლისის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:




1. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 7 ივლისი, 11:00.




2. გიორგი გახარია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 25-117.3.მ. - ორი ან ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.

მოსამართლე: დემეტრე ჯინჯოლია.

თარიღი: 8 ივლისი, 17:00.




3. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 9 ივლისი, 11:00.




4. ალექსანდრე ელისაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-323.1 - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

მოსამართლე: ნინო თარაშვილი.

თარიღი: 10 ივლისი, 11:00.




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.

სხვა სიახლეები