სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 29 ივნისი - 3 ივლისის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 30 ივნისი, 11:00.
2. თამარ ლორთქიფანიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 30 ივნისი, 14:00.
3. ისაკო დევიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 366.2. - სასამართლოს უპატივცემულობა.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია
თარიღი: 1 ივლისი, 11:00.
4. ალექსანდრე ცნობილაძე, თამარ კირტავა, გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ვახტანგ გაბელაია და ირაკლი წულაია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154.1. - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან; მუხლი 154.2. - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 1 ივლისი, 16:00.
5. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ
მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 2 ივლისი, 11:00.
6. გიორგი გახარია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 333.2. - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
მოსამართლე: დემეტრე ჯინჯოლია.
თარიღი: 2 ივლისი, 17:00.
7. ალექსანდრე ელისაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-323.1. - ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.
მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.
თარიღი: 3 ივლისი, 10:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: