სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 8 - 12 ივნისის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 8 ივნისი, 11:00.
2. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე (გავრცელებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გიორგი მულაძეს, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ პირების საქმის გამოყოფა მთავარი საქმიდან)
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 9 ივნისი, 12:00.
3. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ზვიად შარაძე.
თარიღი: 10 ივნისი, 16:00.
4. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია (გავრცელებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, დათო ღურწკაიას, გენადი კელიხაშვილს, რამაზ ჯორბენაძესა
და ჯანდრი თირქიას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ პირების საქმის გამოყოფა მთავარი საქმიდან)
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.
თარიღი: 12 ივნისი, 11:00.
5. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. და ბ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: თეა ლეონიძე, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.
თარიღი: 12 ივნისი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: