სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 20 - 24 ოქტომბრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა.ბ. - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე.
თარიღი: 20 ოქტომბერი, 14:00.
2. ანზორ კვარაცხელია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 24 ოქტომბერი, 14:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: