GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 სექტემბერი, 202510:26

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 15 - 19 სექტემბრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:




1. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.

მოსამართლე: ზვიად შარაძე.

თარიღი: 16 სექტემბერი, 12:00.




2. ზვიად რატიანი


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.

თარიღი: 16 სექტემბერი, 14:00.




3. ნინო დათაშვილი


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 სეკუნდა.3 - საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა საჯარო მოსამსახურის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 17 სექტემბერი, 15:00.




4. გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა; 187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი.

თარიღი: 18 ივლისი, 15:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.

სხვა სიახლეები