სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 27 – 31 ოქტომბრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ირმა (მეგი) დიასამიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.1. - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მოსამართლე: ლელა კალიჩენკო.
თარიღი: 28 ოქტომბერი, 14:00.
2. ნინო დათაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 სეკუნდა.3. - საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა საჯარო მოსამსახურის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 29 ოქტომბერი, 12:00.
3. არჩილ მუსელიანცი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.ა. - სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი.
თარიღი: 29 ოქტომბერი, 14:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
4. თევდორე აბრამოვი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 30 ოქტომბერი, 15:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
5. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი.
თარიღი: 31 ოქტომბერი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
6. მათე დევიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი.
თარიღი: 31 ოქტომბერი, 14:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
7. ანატოლი გიგაური
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 31 ოქტომბერი, 15:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: