სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კამპანიას წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის საქართველოს პარლამენტი შეუერთდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კამპანიას #წიგნებისაქართველოდან ემიგრანტებისთვის ,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შეუერთდა. კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, სპორტის მოღვაწეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა.

2017-05-08 14:30 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

2017-05-06 13:04 სრულად ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ორი მოსამართლის უვადოდ გამწესებას კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეების ლევან მურუსიძის და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე და შესაბამისი შეფასების გარეშე.

2017-05-05 12:49 სრულად ნახვა

საია საკუთრების ჩამორთმევის კანონპროექტზე მოსაზრებებს პარლამენტს წარუდგენს 

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანს ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა წარმოადგენს. 

2017-05-04 18:44 სრულად ნახვა

სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად ცნო

2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

2017-05-03 12:44 სრულად ნახვა

საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი, რაც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და  რეკომენდაციების მომზადება.

2017-05-03 11:50 სრულად ნახვა

გოგონათა მოტაცებასთან მიმართებით სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მორიგ ინფორმაციას ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების მიზნით მოტაცებისა და ფაქტზე პოლიციის სავარაუდოდ არაეფექტური რეაგირების თაობაზე.

2017-05-02 12:16 სრულად ნახვა

სახელმწიფოს 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

სახელმწიფოს 2011 წლის  26 მაისის აქციის მონაწილის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო, რომელმაც დაადგინა რომ, 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის მონაწილის მიმართ უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

2017-05-01 15:56 სრულად ნახვა

უზენაეს სასამართლოში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ტურნირის ფინალი გაიმართ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში  ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ტურნირის ფინალი გაიმართა.

2017-04-30 11:34 სრულად ნახვა

კოალიცია ეხმაურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

2017-04-28 17:28 სრულად ნახვა