2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის.“
2015-08-01 21:16 სრულად ნახვა2004 წელს დავით მირცხულავამ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს. 2007 წლიდან დ. მირცხულავას ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) პარტნიორობით იცავს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 2 ივლისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“.
2015-07-31 18:14 სრულად ნახვაჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა.
2015-07-31 14:30 სრულად ნახვაკოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ მიესალმება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2015 -2016 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვების შედეგად დამტკიცებას. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გასაუმჯობესებლად არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მეურვეებმა შეძლეს დაინტერესებულ საზოგადოებასთან დიალოგით საზოგადოებრივი არხების ორწლიანი სამუშაო დოკუმენტის დახვეწა და არსებულ გამოწვევებზე შედარებით უკეთ ორიენტირებული დოკუმენტის შეექმნა.
2015-07-30 11:14 სრულად ნახვა29 ივლისს კოალიციამ "თანასწორობისთვის" ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.
2015-07-29 11:00 სრულად ნახვა2015 წლის 28 ივლისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. საია ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა აძლევს პროკურატურასა და სასამართლოს შესაძლებლობას, რომ ბრალდებული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისდარღვევით 9 თვეზე მეტი ვადით ჰყავდეთ წინასწარ პატიმრობაში.
2015-07-28 10:35 სრულად ნახვა2015 წლის 23 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინებასაქმეზე „ჭიქაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე მშვიდობიანი აქციის დროს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შელახვას ეხება. მომჩივნების - მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის - ინტერესებს საია წარმოადგენდა.
2015-07-27 17:13 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) თანამშრომლობით, 2015 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნ. ჯ.-ს უკანონო დაკავების და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო მიმართა.
2015-07-24 13:15 სრულად ნახვა2010 წლის 12 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნების - შპს „სტუდია მაესტროს“, ჟურნალისტების თ. ლალიაშვილისა და შ. კაპანაძის, ასევე პოლიტიკური პარტიის - „ახალი მემარჯვენეები“ წევრის ნ. ინასარიძის (აქციის ფოტოგადაღებას ახორციელებდა) სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
2015-07-24 13:00 სრულად ნახვასაია ეხმიანება მიმდინარე წლის 20 ივლისს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილი საჩივრის გამო, რომელიც შეეხებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონდარღვევებს.
2015-07-23 16:54 სრულად ნახვა