სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას  დახმარებით  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილებები სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ბ.გ.-ს, რომელიც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ კანონდარღვევით არ აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად და მის ნაცვლად საბჭომ უმრავლესობის კანდიდატები დაამტკიცა.

2014-10-05 19:23 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

2014-10-03 16:39 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ

 ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების „თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობა“ წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ:

2014-10-03 13:45 სრულად ნახვა

საია სამართალდამცავ ორგანოებს ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ბესიკ დონაძემ და განაცხადა, რომ სამსახურის დატოვების მოთხოვნით მასზე ზეწოლა ხორციელდება. ბესიკ დონაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა და მტკიცებულებები წარუდგინა.

2014-10-03 12:40 სრულად ნახვა

NGO-ები პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მსჯელობის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ასევე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მსჯელობა სისტემური საარჩევნო ცვლილებების განხორციელების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე უკანასკნელ პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს ცვლილებებზე მუშაობის დროულად დაწყების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

2014-09-30 20:00 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

 საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში  შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:  - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2,  მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

2014-09-29 17:59 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 22 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს  სწავლებას ხუთი მიმართულებით:  

2014-09-29 17:58 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და  კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს.

2014-09-29 17:49 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართავს

საია საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართავს განცხადებით დაიწყოს გამოძიება რუსთაველის გამზირზე კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართიდან საქართველოში ,,SONY’’- ს ოფიციალური დისტრიბუტორის გამოსახლების თაობაზე. 

2014-09-29 14:08 სრულად ნახვა

საია შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების უკანონო პირობების გამო ტელე კომპანია „დია“-ს ათი თანამშრომლის სამსახურიდან წამოსვლის ფაქტს ეხმაურება

გავრცელებული ინფორმაციით რეგიონული ტელევიზია „დიას“ ათმა თანამშრომელმა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი) დატოვა სამსახური ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. ტელეკომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული კონტრაქტის შინაარსის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ის შეიცავს შრომის პირობებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაშია და დასაქმებულს დამსაქმებელთან არათანაბარ პირობებში აყენებს.მათ შორის, ხელშეკრულება არ ადგენს დამსაქმებლის უფლებებს, ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სათანადო ანაზღაურების გარეშე, ტელეკომპანიიდან თანამშრომლის წასვლიდან 3 წლის განმავლობაში კრძალავს კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობას და სხვა. 

2014-09-26 10:42 სრულად ნახვა