13-15 ოქტომბერს ქ. ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა საერთაშორისო ქსელის “გამოაქვეყნე რასაც იხდი” (www. publishwhatyoupay.org) სტრატეგიული შეხვედრა. “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” (www.publicfinance.ge) საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში მასში მონაწილება მიიღო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა” პროგრამის დირექტორმა ქეთევან კვინიკაძემ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ორასამდე წამომადგენელმა შეიმუშავა საერთაშორისო ქსელის დეტალური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ქსელის მუშაობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებში მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
2006-10-22 20:00 სრულად ნახვავიწვევთ იურიდიული (საერთაშორისო სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად: ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ვაშინგტონი, აშშ, 25-31 მარტი, 2007წ. ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ჰააგა, ნიდერლანდები, 12-14 აპრილი, 2007წ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ევროკავშირის სამართალში) – ბუდაპეშტი, უნგრეთი, 4-7 მაისი, 2007წ. ELSA-ს იმიტირებული პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე – ჟენევა, შვეიცარია, 1-5 მაისი, 2007წ. ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი – ვენა, ავსტრია, 30 მარტი - 5 აპრილი, 2007წ. ყველა შეჯიბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-4 მონაწილისაგან შემდგარ გუნდს. მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე, 2006 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე: competitions_georgia@yahoo.com დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: არჩილ გიორგაძეს – 899 50 30 41 / ნინო ნემსაძეს – 895 22 12 24 ელ.ფოსტა: competitions_georgia@yahoo.com
2006-10-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროექტის "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგი" ფარგლებში აცხადებს სტატიათა კონკურსს თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?" კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ იურისტები ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
2006-10-13 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს და ბრიტანეთის საელჩოების, ასევე ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვება. მოცემული ანგარიში შეეხება კენჭისყრის დღის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და დაფიქსირებულ დარღვევებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:
2006-10-12 20:00 სრულად ნახვასაქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს გართულებულმა ურთიერთობებმა პირველ რიგში დააზარალა საქართველოს მოქალაქეები. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების გამოძევება რუსეთის ფედერაციიდან. მოუხედავად იმისა, რომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა თავად აირჩიოს საკუთარი მიგრაციული პოლიტიკის განხორიციელების ლეგიტიმური საშუალებები, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაცია, საერთაშორისო სამართლებრივი პრინიციპებით უზრუნველყოფილი გარანტიებისა უხეში დარღვევით, და ამასთანავე, პატივისა და ღირსების დამამცირებელი ფორმით, დაუშვებელია და წარმოადგენს თავად რუსეთის კანონმდებლობითა და საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს ყველა იმ დეპორტირებულ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნდა რუსეთის ფედერაციაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოგვმართოს საიას თბილისის ოფისში.
2006-10-08 20:00 სრულად ნახვახვალ, 8 ოქტომბერს, 11.00 საათზე შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გასაფერადებელი ზღაპრის წიგნის “სახლი ათასწლეულის ქუჩაზე” პრეზენტაციას გამართავს. აქვე გაიმართება იმ ბავშვთა დაჯილდოება, რომლებმაც ასოციაციაში ათასწლეულის ბარათები გამოაგზავნეს. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან მოწვეული. შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია გამართა სახელწოდებით “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”. 1000 ათასწლეულის ბარათი 1000 საჰაერო ბურთან ერთად ჰაერში აფრინდა. მას შემდეგ, რაც საჰაერო ბურთები ჰაერში გასკდნენ, ათასწლეულის ბარათები დედამიწაზე დაეცნენ. ასოციაცია იმ 39 ბავშვს დააჯილდოებს, რომლებმაც ბარათები იპოვეს და გამოგვიგზავნეს. საჩუქარს მიიღებს პრეზენტაციაზე მოსული ყველა ადამიანი. ჩვენს ვებგვერდზე თქვენ იხილავთ ბავშვის წერილს, რომელიც ბაღდათის რაიონიდან მივიღეთ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27 ბავშვის წერილი
2006-10-06 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ასოციაციის ცხელი ხაზების საშუალებით ნებისმიერ პიროვნებას საშუალება ექნება ასოციაციის იურისტებს დაუკავშირდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 96 35 39 ან 45 18 44 ასოციაციის თანამშრომლები არჩევნების დღეს მობილური ჯგუფების საშუალებით და საკუთარი წარმომადგენელების საშუალებით საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე არჩევნებს დააკვირდებიან და მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. 5 ოქტომბერს მედიასთან შეხვედრა გაიმართება 11.00 / 14.00 / 17.00 / 20.00 / 23.00 საათებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში მისამართზე კრილოვის ქ. 15. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თბილისში - თორნიკე გურული 893 28 13 27/ 93 61 01 / 95 23 53 / 96 35 39 ქუთაისში – ნიკა გეგეშიძე 877 44 73 27 ბათუმში – ზურაბ ბურდული 877 42 09 10
2006-10-03 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 3 ოქტომბერს სასტუმრო თორში მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრის თემა გახლდათ "ინფორმაციის თავისუფლება და გამოძიების ინტერესები". აქვე მოეწყო პროექტ "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგის" ფარგლებში განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები და სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები. კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. კვლევის შედეგები
2006-10-02 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს წინადადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებით ახალგაზრდა იურისტები საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას მოითხოვენ. ეს ცესკოს დადგენილებითაა შესაძლებელი. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს დევნილთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დევნილის მოწმობის წადგენას. დევნილებს შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ხმას აძლევს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (დროებითი მისამართის) მიხედვით. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში მითითებულია იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი მისამართი - დევნილის მოწმობაში. შესაბამისად, თუ დევნილს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არ ექნება დევნილის მოწმობის წარდგენის ვალდებულება, შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რამდენად კანონიერად ხდება დევნილის მიერ აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთმა და იმავე პირმა რამდენიმე საარჩევნო უბანში მისცეს ხმა, რაც იძლევა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27
2006-09-26 20:00 სრულად ნახვა28 სექტემბერი ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა. ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რაც ყველაზე გამჭვირვალე/არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე, იმ საჯარო მოხელეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც ეფექტურად/არაეფექტურად იყენებენ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხვა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. გამოკითხვამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
2006-09-26 20:00 სრულად ნახვა