სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას მედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინა

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' პრეზენტაცია 2012 წლის 12 დეკემბერს გამართა.

2012-12-12 03:47 სრულად ნახვა

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა  სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური  უფლებებისათვის“.   ოლიმპიდა,  იმართება ბოლო 6 წელია   საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“.წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.

2012-12-11 06:40 სრულად ნახვა

საიამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით  და დონორი ორგანიზაციების:  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) და    USAID-ის  ხელშეწყობით 2012 წლის 10 დეკემბერს კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში  “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება”.   კონფერენციის განსახილველ თემებს შორის იყო: ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი - პრობლემური საკითხები,  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება,   არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და სხვ.  

2012-12-10 05:17 სრულად ნახვა

ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია

 9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ეს თარიღი და ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში მონიტორინგის ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადებულია საია-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელმაც კვლევა საქართველოს 40 ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა, კვლევა მოიცავს პარლამენტის აპარატის, სამინისტროებს, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, ცესკოს, ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელი კომისიების, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების აპარატების და მერიის ადმინისტრაციების პრაქტიკის ანალიზს.

2012-12-09 06:13 სრულად ნახვა

განცხადება მეცხრე არხთან დაკავშირებით

ტელეკომპანია მეცხრე არხმა საკაბელო მაუწყებლობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძისა (80%) და დისშვილის კახა კობიაშვილის (20%) კუთვნილი კომპანიის მფლობელობაშია. ტელევიზია დროის მცირე მონაკვეთში შეიქმნა და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტებით დაკომპლექტდა. საიდუმლო არ ყოფილა ის ფაქტიც, რომ მეცხრე არხის ერთადერთ დამფინანსებელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წარმოადგენდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეცხრე არხის შემოსავალი რეკლამიდან და სხვა წყაროდან ძალიან უმნიშვნელოა (2012 წლის მაისი - აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ დეკლარირებულმა შემოსავალმა რეკლამიდან 177,365 ლარი შეადგინა), რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ მაუწყებელი გახსნის დღიდან არ იყო ფინანსურად მდგრადი და სრულებით იყო დამოკიდებული მფლობელის დაფინანსებაზე.

2012-12-06 07:26 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 06 დეკემბერს მედიის საკითხებთან დაკავშირებითპრესკონფერენცია გამართა. ამასთანავე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს მონაცემები გაუგზავნა.  ბოლო წლების განმავლობაში საქართველში მედიის  წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული მნიშვნელოვანი დარღვევები  გამოვლინდა;  ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა,  არ იყო დაცული მათი კუთვნილი აპარატურა და პირადი ხელშეუხებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. 

2012-12-06 04:53 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას სასამართლოში ვიდეო და ფოტო გადაღების უფლების დაშვების თაობაზე

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სასამართლოში ფოტო, ვიდეო, კინო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის დაშვების თაობაზე ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც დიდი ხანია კოალიციის წევრი ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ.  უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინიციატივით მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იუსტიციის საბჭოსთან და საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრებთან, თუმცა უშედეგოდ.

2012-12-05 09:04 სრულად ნახვა

საიას განცხადება სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს. საია სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ ორგანოებს შეახსენებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩაერიოს იმ დაპირისპირებაში, რაც დღესდღეობით არსებობს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის. მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ასევე, პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას მუსლიმი მოსახლეობის უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით. 

2012-12-05 03:27 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2012-12-04 05:37 სრულად ნახვა