სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთა წარმატებული საქმეები (ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი)

სამი თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისისა და 7 რეგიონალური ოფისის ადვოკატებმა წარმატებით 43 სასამართლო საქმე დაასრულეს. იხილეთ წარმატებული სამქეები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთა წარმატებული საქმეები (ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი)

2008-02-14 20:00 სრულად ნახვა

10 წინაპირობა სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად

დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აპირებენ დააკვირდნენ 2008 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ავრცელებს შემდეგ 10 წინაპირობას საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. 10 წინაპირობა სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად

2008-02-04 20:00 სრულად ნახვა

საიამ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

საიამ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. GYLA 2008 5 Jenuary Elections Monitoring Final Report

2008-01-16 20:00 სრულად ნახვა

ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

2008 წლის 7 იანვარს ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება (მათ შორის, დამატებითი სიებით მიცემული ხმების სწორად დათვლა) საარჩევნო პროცესის ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპებია, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე. შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდეს, რომ აღნიშნული პროცედურები – დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა, საჩივრების განხილვა და არჩევნების შედეგების შეჯამება – გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, 7 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მოვალეობების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდა: დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა და დაჯამება განხორციელდა ქაოტურად და კანონდარღვევებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პროცედურული უზუსტობების მიზეზით, უარი თქვა საჩივრების მნიშვნელოვნაი ნაწილის არსებით განხილვაზე და  საბოლოო ჯამში, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება მოხდა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები.

2008-01-14 20:00 სრულად ნახვა

საიას პირველადი განცხადება ცესკოს მიერ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით

დღეს, 13 იანვარს 10:00 საათზე ცესკომ ოფიციალურად შეაჯამა 2008 წლის 5 იანვრის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებას. საიამ 3 იანვარს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველადი ანგარიში და მიუთითა იმ კანონდარღვევებზე რაც ამ პერიოდში ხდებოდა. საია 5 იანვარს დააკავირდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის რიგ საარჩევნო უბნებს და მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეიტანა 230-მდე საჩივარი საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. საიამ 7 იანვარს შეაფასა 5 იანვარი (კენჭისყრის დღე) თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დაკვირვების შედეგად – კენჭისყრის დღე მოცემულ ოლქებში შედგა მაგრამ თან ახლდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებზეც დროული და ადექვატური რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად აღიარებისათვის.

2008-01-12 20:00 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველად ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სადამკვირვებლო მისიაწინასაარჩევნო მონიტორინგის წინასწარი ანგარიში3 იანვარი 2008 დასკვნები და შეფასებები2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა ძალზედ შემჭირდოვებულ ვადებში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ფორმალურად დანიშვნა მოხდა 25 ნოემბერს. მაგრამ რეალური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მედია საშუალებების ვირტუალური შეზღუდვის ფონზე. 7 ნოემბერს დახურულმა ტელეკომპანია “იმედმა” განაახლა საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდის შუაში და მოცემული პერიოდის მიწურულს კვლავ შეაჩერა მაუწყებლობა. მოცემულ პერიოდში საარჩევნო კანონი შეიცვალა ორჯერ (22 ნოემბერი, 7 დეკემბერი). ამ და სხვა ფაქტორებმა კიდევ უფრო რთული გახადეს წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური მონიტორინგი. საიამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი განახორციელა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, დუშეთი, რუსთავი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი). კამპანიის განვლილმა პერიოდმა აჩვენა მთელი რიგი დარღვევები, პოლიტიკური სუბიექტების, საჯარო მოხეელებისა თუ სხვა სუბიექტების მხრიდან, რომლებზეც დროული რეაგირება უნდა გამხდარიყო წინაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის. მოცემულ ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლები პერმანენტულად აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას (განცხადებებისა თუ საჩივრების მეშვეობით), ისე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და მედია საშუალებებს.

2008-01-02 20:00 სრულად ნახვა

საიას სარჩელი პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონიტორინგის შედეგად საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო 20 დეკემბერს მიმართა საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიხეილ სააკაშვილისა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. იხ. თანდართული სარჩელი და გადაწყვეტილება.

2007-12-23 20:00 სრულად ნახვა

საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საკითხზე მომზადებულ სამართლებრივი დასკვნების პრეზენტაცია გამართა. დასკვნა პროექტის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა“-ს ფარგლებშია მომზადებული.

2007-12-13 20:00 სრულად ნახვა

საკუთრების უფლების ხელყოფა საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საკუთრების უფლება საქართველოში“. შეხევრდაზე განსახილველად იქნა წარმოდგენილი საიას მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და დღეს მოქმედი კანონმდებლობის კრიტიკული ანალიზი. ასევე განხილულია საკუთრების უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები მუშაობენ. პრეზენტაცისს შემდეგ აღნიშნულ საკითხზე გაიმართა დისკუსია.

2007-12-11 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის". ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში. ორდღიანი ტრენინგები 6-7, 8-9 და 10-11 დეკემბერს გაიმართა გუდაურში. მასში მონაწილეობა მიიღო სულ 90-მდე ჟურნალისტმა და თსუ ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სტუდენტმა, ასევე "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" წარმომადგენელებმა, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებიდან.

2007-12-11 20:00 სრულად ნახვა